ჩვენი უპირატესობა
განსხვავებული და ინოვაციური მიდგომით ვქმნით გარემოს, სადაც დამკვეთები შეიგრძნობენ ხარისხიანი მშენებლობის მნიშვნელობას, როგორც დროის, ასევე ბიუჯეტის კონტროლის ჭრილში.
რატომ ჩვენ
რას ვაკეთებთ განსხვავებულად
მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის საფუძველზე დავრწმუნდით, რომ არ არსებობს პროექტი, რომელიც არ საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას და ოპტიმიზაციას.
პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ, ვიდრე მშენებლობას დავიწყებთ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროექტის დეტალურ ანალიზს, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ის გადახრები, რომელთა გამოსწორების შედეგადაც მომხარებელი დაზოგავს მნიშვნელოვან ფულად რესურსებს.
ჩვენი სტატისტიკური ბაზის გამოყენებით, შესაძლებლობა გვაქვს ოპტიმიზაციის შედეგად მოვახდინოთ ე.წ. „ფასთა ინჟინერია“, რაც ნიშნავს, რომ ვზოგავთ მომხმარებლის ფულად რესურსებს და ვზრდით შედეგებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ სამშენებლო-სარემონტო სამუშოებთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, რაც გამოიხატება, როგორც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაში, ასევე მოსაპირკეთებელი მასალების შესყიდვა-ლოგისტიკაში და სამშენებლო-სარემონტო ფართის ავეჯითა და აქსესუარებით სრულ გაწყობაში.