კომპანია

ჩვენი მისია

ჩვენ ვქმნით თანამედროვე, ინოვაციურ და კომფორტულ სივრცეებს, რომლებიც მოხმარებლის სურვილებს შთამბეჭდავ რეალობად აქცევს.
 

კომპანიის შესახებ

 

Renovo-ს ისტორია 2014 წელს გაბედული მისიით დაიწყო: სივრცეების ტრანსფორმაცია პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური მიდგომით და ინოვაციური ხედვით. ავეჯის საცალო გაყიდვებიდან, სარემონტო და ინტერიერის დიზაინის სფეროს ლიდერობამდე, ჩვენი კომპანია ქმნის თანამედროვე და დახვეწილ გარემოს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით.

ჩვენი წარმატება ეფუძნება სრულყოფილებისადმი ერთგულებას, დეტალებზე ზრუნვას და გამჭვირვალე კომუნიკაციას. ექსკლუზიური პარტნიორები, უახლესი ტექნოლოგიები და გამოცდილი ექსპერტების გუნდი, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროექტების შესრულებას. ჩვენი მრავალფეროვანი პორტფოლიო მოიცავს: საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, უმსხვილესი ქართული დეველოპერული კომპანიების პროექტებს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს,  კომერციულ და საოფისე ობიექტებს, სამედიცინო დაწესებულებებს.

Renovo-ს სლოგანი – „გააცოცხლე შენი ხედვები“ – სწორედ ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლების შეფასებებიდან შეიქმნა.

 
 
 

ჩვენი დამკვეთები

© Renovo Ltd 2025 / All rights reserved.