პროექტის მართვა
21 ივლისი 2026
წარმატებული პროექტის უკან ყოველთვის სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული სამუშაო პროცესია.
რენოვო უზრუნველყოფს პროექტის სრულ მენეჯმენტს - პროცესის ანალიზს საწყისი ეტაპიდან, სამუშაოების დაგეგმვას, მოსაპირკეთებელი მასალების შესყიდვას, რესურსების სწორ მართვას, ბიუჯეტის კონტროლს და შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს.
თითოეული ეტაპი ხორციელდება მკაფიო გეგმის, განსაზღვრული ვადების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რენოვო კოორდინაციას უწევს ყველა ჩართულ მხარეს, რათა პროექტი განვითარდეს ორგანიზებულად, ეფექტურად და პროგნოზირებადი შედეგით.
ყოველკვირეული ანგარიში და პროქეტის გამჭვირვალობა დამკვეთს განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის.


